ბელარუსი სამართალდამცველები უკვე მესამე დღეა, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკის ოპერაციებს აწარმოებენ.
ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ინტერნეტ-არხ „ნექსტას“ ცნობით, რეიდი შეეხო „რადიო თავისუფლების“ მინსკის ოფისსაც. დაკავებულია მათი ორი ჟურნალისტი.
ოთხშაბათსა და ხუთშაბათს პოლიცია 20-მდე უფლებადამცველ, საქველმოქმედო, ასევე მედიადაწესებულებაში შევიდა და 15-ზე მეტი პირი დააკაავა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ ხელისუფლებამ ქვეყანაში რამდენიმე მედიასაშუალება დახურა.
კომენტარები