ნუცა დუჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გუშინ, ღამე 11 საათი იქნებოდა, ჩემს ეზოში მანქანამ ბიჭი გაიტანა. ალბათ არასდროს დამავიწყდება იმ უბედურის ხმა. მე-12 სართულზე მესმოდა და თავიდან ვერც კი მივხვდი, ადამიანი იყო თუ ცხოველი, რაღაც გაუჩერებლად ხაოდა.
ვინც იცის ნინა ჟვანიას ქუჩა, ეცოდინება, როგორ დაავიწროვეს სხვადასხვა მშენებლობებმა, ვისაც როგორ მოუნდა, მიიტაცა ტროტუარი და მიიერთა ეზოზე. ამ ადგილას ისე როგორ უნდა გაიარო, რომ ადამიანი გაიტანო, წარმოუდგენელია.
ხალხი მაშინვე იქ გაჩნდა, ერთმა ბიჭმა მაისური გაიხადა ჭრილობებიდან სისხლის გასაჩერებლად. სასწრაფო 5 წუთში მოვიდა, მაშინვე გამაყუჩებელი გაუკეთეს და წაიყვანეს. არავინ იცის, ვინ იყო და გადარჩა თუ არა, რაც დაინახეს, ორივე ფეხზე ღია მოტეხილობები ჰქონდა მრავლობითი. ბოლოს გონებაც დაებინდა, რა მოხდაო იძახდა.
დღეს გავიგე, მძღოლი ნასვამი ყოფილა და ისეთი სისწრაფით მოდიოდა, ოთხი მანქანა დაულეწია. სამუდამოზე რომ გაუშვან, ხმას არ ამოვიღებ, ჩვეულებრივი მკვლელია!”