დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციისთვის არსებული წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
“ელემენტარული წესები დავიცვათ – პირბადე შიდა სივრცეებში, ეს ხომ ელემენტარულია. აუცილებელია, რომ ვიღაც ჯოხით დაგადგეს თავზე?! მართლა არ მესმის, ჭრელო პეპელაა, გახსენით გახსენითო, ახლა დახურეთ დახურეთო – არ არის ასე, აცრა არის, პირბადე გამოვიყენოთ”, – აღნიშნა იმნაძემ “დღის კურიერის” ეთერში.
კომენტარები