ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ფინალში იასპარეზებს.
ქართველმა ნახევარფინალში კორეელი ბაულ ანი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის რამდენიმე წუთში იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო საკუთარ პირველ შეხვედრაში იგი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენს იაკუბ შამილოვს შეხვდა და მეტოქე ბოლო წამებზე ვაზარით სძლია.
ვაჟა მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს შეხვდა და იგი ორი ვაზარით დაამარცხა
კომენტარები