საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა. 100 კგ კატეგორიის მეოთხედფინალში მისი მოწინააღმდეგე კანადელი შადი ელნაჰასი იყო.
ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
კომენტარები