ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაურის ბრწყინვალე გამარჯვებას მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„გიჟი ხარ ძმაო“, – ასე მიმართა საკუთარი სოცქსელიდან ლაშა ტალახაძემ ლაშა ბექაურს.
შეგახსენებთ, რომ ტალახაძე 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, ტოკიოში კი, ოლიმპიურ ფიცარნაგზე 4 აგვისტოს გამოვა.
კომენტარები