საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ფინალში ვერ გავიდა. ნახევარფინალში ლიპარტელიანი იაპონელ აარონ ვულფთან ვაზარით დამარცხდა.
100 კგ კატეგორიის მერვედფინალში მისი მოწინააღმდეგე ეგვიპტელი რამადან დარვიში, მეოთხედფინალში კი კანადელი შადი ელნაჰასი იყო.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ვარლამის მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი ნიაზ ილიასოვი იქნება.
ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
კომენტარები