ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ დასავლეთ საქართველოს ძირითადი ექსპორტი, თხილის პროდუქცია წელს განადგურდა, რამაც სერიოზულად იმოქმედა ლარის კურსზეც.
ჯგერენაია ლარის კურსის დასტაბილურებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვარაუდობს.
“მთელი დასავლეთ საქართველოს ძირითადი შემოსავალი ენგურს იქითაც და ენგურს აქეთაც არის თხილის ბიზნესი, თხილის მოსავალი წელს გაფუჭდა, თხილს გაუჩნდა რაღაც დაავადება და ეს პროდუქცია გამოუსადეგარი გახდა, რამაც თავისთავად ლარის კურსზეც იმოქმედა, რადგან თხილისგან მიღებული შემოსავალი უშუალო კავშირშია ლარის კურსთან.
გარდა ამისა, ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია ტურისტული სეზონის დასრულებამაც, თუმცა მე ვვარაუდობ, რომ სადღაც დეკემბრის დასაწყისში ლარზე მოთხოვნა გაიზრდება და 15 დეკემბრიდან გამყარებას დაიწყებს, წლის ბოლოსთვის ლარის კურსი 2,30 ნიშნულზე გაჩერდება.
ეს კურსი შენარჩუნდება იანვარშიც. გაზაფხულის სეზონზე კი ეროვნული ბანკი რეზერვისთვის იზრუნებს, რათა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ინფლაცია,“-განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ.
ემზარ ჯგერენაია – დეკემბრის დასაწყისში ლარზე მოთხოვნა გაიზრდება და 15 დეკემბრიდან გამყარებას დაიწყებს
2016/10/28 12:52:34
ნანახია: 1944 ჯერ