ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მეექვსე მედალი გაინაღდა.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 130 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაიამ ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელ იასმანი აკოსტა ფერნანდესს მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა. შესაბამისად, ქართველმა ფალავანმა მინიმუმ ვერცხლის მედალი გაინაღდა და ახლა უკვე ოქროსთვის იბრძოლებს.
კომენტარები