კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი საქართველოში იმყოფება. მიზეზი თუ, რის გამო ჩამოვიდა დემეტრე სამშობლოში, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანა ჯაბაური წერს.
“ხელოვნება არის თავისუფლების სივრცე. სადაც წყდება ხელოვნება, იქ მთავრდება თავისუფლებაც – ამბობს და პანდემიის პირობებში, საკუთარი ხალხის თავისუფლების ხარისხის გაზრდაში საკუთარი წვლილის შესატანად შვეიცარიიდან ჩამოდის კონცერტის ჩასატარებლად. კონცერტი ძალიან წარმატებულია – კიდევ ერთხელ ატყვევებს დარბაზს საკუთარი კომპოზიციების საოცარი შესრულებით.
თუმცა… ერთი მთავარი მიზეზი კიდევ აქვს მის საქართველოში დაბრუნებას, რომელსაც საჯაროდ არ ახმოვანებს
(ასეა – იმის შესახებ მეტად გიჭირს ლაპარაკი, რაც ძალიან გტკივა) – მონატრებულ ბიძასთან უნდა ყოფნა.
თბილი, ზრდილი, ღრმა სულიერებისა და შინაგანი კულტურის, უნიჭიერესი, მზრუნველი და ყურადღებიანი – ასეთია ჩვენი დემეტრე გამსახურდია, ევროპელი ქართველი, საუკეთესო გაგებით.
ბრავო, კონსტანტინე, ასეთი შვილების გაზრდისთვის. ძნელი სათქმელია, რომელი რომელს სჯობს”-
წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე.