გიორგი თევზაძე გიგი უგულავას მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:
“ეს კაცი არის სტეფან კოენი რომელიც 2011 წლის იანვარში, მარიოტში თავის ნომერში დანით დაჩეხილი იპოვეს.
კოენი თბილისში ფრანგული სატრანსპორტო დაგეგმვის კომპანია “სისტრა” პროექტის ფარგლებში საქმიანობდა. აღნიშნულმა კომპანიამ გასული წლის ბოლოს 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოყო თბილისში ელექტრონული ტრამვაის პროექტის განხორციელებისთვის.
გიგი უგულავა თბილისის მერი არ იყავი მაშინ?
შენი პარტია არ იყო ხელისუფლებაში?
და რა, ამის გამო ვიძახდით სიკვდილით სავსე ქალაქი არის თბილისი და არ ჩამოხვიდეთ თბილისშითქო?
სიკვდილით სავსე ქალაქი იყო მაგრამ არა იმის გამო რო ეს კაცი მოკლეს, არამედ იმის გამო რო 2011წელს 26 მაისს თქვენმა ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები დახოცა და შენობაზე შემოყარა, სხვა წლებზე რომ აღარაფერი ვთქვა.”