სააგენტო Reuters-ის ცნობით ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის წინ ქართველ ძალოსან ბენიკ აბრაიმანს სისხლში დოპინგი აღმოუჩინეს.
36 წლის ბენიკი ბირთვის მტყორცნელია. მან საქართველოს სახელით 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზეც იასპარეზა.
ტოკიოს ლაბორატორიაში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ 31 ივლისს ჩატარებული კვლევის შედეგად აბრამიანის ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოჩნდა – მეტანდიენონი, დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი და ტამოქსიფენი.
კომენტარები