სახელოვანმა ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ტალახაძეს გამარჯვება მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით!
მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი!
ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!”-დაწერა სოციალურ ქსელში პრემიერმა.
რამდენიმე წუთის წინ, ქვეყნის პირველი პირის გვერდზე ვიდეოც გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძის ასპარეზობას მმართველი გუნდის წევრებთან ერთად უყურა, გამარჯვების შემდეგ კი დაურეკა და პირადად მიულოცა.
კომენტარები