„თბილსერვის ჯგუფი“ ირაკლი ბაღდავაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთაღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები, რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ირაკლი ბაღდავაძე გათავისუფლების გამო პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობას იწყებს.
კომენტარები