გარკვეული მანკიერი პრაქტიკის ქვეშ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების გაყალბების მავნე თეორიის გავრცელებაში ლომის წილი შეიტანეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომელმაც კომენტარი საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე გააკეთა.
„ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მანკიერი პრაქტიკის ქვეშ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების გაყალბების მავნე თეორიის გავრცელებაში ლომის წილი შეიტანეს. მათ ამაზე წესიერად, არც განმარტება და არც რაიმე მობოდიშებაც არ გაუკეთებიათ. ვეჭვობ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ისინი 2021 წლის არჩევნების მეორე დღისთვის კვლავ ემზადებიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია: „სამართლიანი არჩვნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აკრიტიკებს. ცვლილებების განხორციელებას მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ არ დაუჭირა.