ივლისში ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა.
ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებლები საქსტატმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
საქსტატის თანახმად, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.
2021 წლის 7 თვეში კი ეკონომიკის ზრდის ტემპმა 12.2% შეადგინა.
“აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისთან შედარებით სახეზეა 3.9%-იანი ზრდა”, – თქვა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
კომენტარები