“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
დეპუტატი “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს და წერს, რომ მათ არჩევნებამდე შეახსენებენ თუ რას ჩადიოდა მეგის ქარდავა.
“ნაცებო, არჩევნებამდე, ყოველდღე გაგახსენებთ, რასაც სჩადიოდით, კოლექტიური მეგის ქარდავები!!!
“შუაღამე იყო, შემოვიდა საკანში ბადრაგი, ვლოცულობდი, რატომ კითხულობ სახარებასო, მიშა მაგარია იძახეო! არ ვთქვი, ამის გამო, მაგრად მცემეს, მორგში ჩამიყვანეს, შიშველ მიცვალებულზე დამაწვინეს, ვეწინააღმდეგებოდი, ზონდერები შემოიყვანეს, გამკოჭეს და გვამზე “სკოჩით” დამაბეს! სამი დღე ვიყავი გვამზე დასკოჩილი, არ ვაღიარე და მერე ჩანაწერი მაყურებინეს როგორ აუპატიურებდნენ ჩემს არასრულწოვან შვილს!” – ეს ჩვენებაა, მოწმეების დადასტურებით!
მიშა ჰამოდი! დაგხვდები და სახეში გაფურთხებ! ხმას ვინ გაძლევთ იმათ მივმართავ!!!!” – წერს დიმიტრი სამხარაძე.