ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მადლობას უხდის საარჩევნო პროცესის შეფასებისთვის და აღნიშნავს, რომ მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურზე აუცილებლად გაითვალისწინებენ.
„საარჩევნო ადმინისტრაციისა და პროცესისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლების როლი და შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საქართველოში, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პროფესიულ დონეზე იყო ორგანიზებული და კენჭისყრამ, ზოგადად, მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე ვითარებაში ჩაიარა.
კომენტარები