დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ესტონეთის საზღვართან საჰაერო სივრცეში ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავის დაფიქსირების შესახებ განაცხადა. რუსული თვითმფრინავების გამოჩენის გამო დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების გამანადგურებლები აფრინდნენ.
უწყების ცნობით, ამჯერად ეს იყო სამი სუ-27-ის და ერთი ილ-20-ის ტიპის თვითმფრინავები. ამავე დროს, ბრიტანული მხარე აცხადებს, რომ რუსული საფრენი აპარატები რეგიონულ სადისპეტჩერო ცენტრებთან კონტაქტზე არ გასულან, ასევე არ გადაუციათ საიდენტიფიკაციო სიგნალი.
ესტონეთში მდებარე ნატო-ს სამხედრო ბაზაზე დიდი ბრიტანეთის კუთვნილი Typhoon-ის ტიპის გამნადგურებლებია განთავსებული.
კომენტარები