“ჰანიველ პარტნერსი” “ლიბერთი ბანკის” აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ჰანიველ პარტნერსის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ განუცხადა.
“ჩვენ ახლა ვუყურებთ “ლიბერთი ბანკს”. იმედია, მალე მოვახერხებთ გამოცხადებას, რომ ვიყიდეთ საკონტროლო პაკეტი ამ ბანკში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი რუხაძემ და დასძინა, რომ ეს არის “ჰანიველ პარტნერსის” პროექტი.
კომენტარები