ბოლო დღეებში ქალაქში გამოჩნდა მელიას ბილბორდი წარწერით „100-ლარიანი ყოველთვიური დანამატი თბილისელ პენსიონერებს“. მოკლედ, არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ტყუილებს დიდი ხანია აღარ იჯერებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები, – ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ბილბორდებს.
ის ნიკა მელის „უნიჭო პოპულისტს“ უწოდებს.
„ნიკა მელია რომ ერთი უნიჭო პოპულისტია,ყველამ ვიცით. არანაირი ხედვა რომ არ აქვს თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით, ესეც ყველამ ვიცით. არანაირი ადეკვატური დაპირების გაცემის უნარი რომ არ აქვს, ალბათ ესეც მოგეხსნებათ. ჰოდა, ამ დროს ყველაზე მარტივი მეთოდია, გადმოიღეთაროდან კარგად მივიწყებული ტყუილი დაპირებები, გადაიტანე ბილბორდზე და გამოაკარი მთელ ქალაქში – შენი რა მიდის. ბოლო დღეებში ქალაქში გამოჩნდა მელიას ბილბორდი წარწერით „100-ლარიანი ყოველთვიური დანამატი თბილისელ პენსიონერებს“.
მოკლედ, არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ტყუილებს დიდი ხანია აღარ იჯერებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ხან 400-ლარიან პენსიას ჰპირდებიან, ხან უპროცენტო სესხებს, ხან რას და ხან რას. თვალებში უყურებენ და უბრალოდ ატყუებენ – აი, ასე მარტივად. ცნობისთვის, თბილისში 230.000 საპენსიო ასაკის მქონე ადამიანი ცხოვრობს. 100-ლარიანი დანამატის შემთხვევაში ყოველთვიური ხარჯი 23 მილიონი ლარია, ხოლო ყოველწლიური 276 მილიონი ლარი. ეს თანხა თბილისის ბიუჯეტის მეხუთედია. ეს ნიშნავს ქალაქის განვითარების სრულ იგნორირებას. ასე რომ, ამ უაზრო და სამარცხვინო ტყუილებზე შესაბამისი პასუხი გაეცემა ძველგაზრდებისგანაც და ახალგაზრდებისგანაც“, – წერს გვიდიანი Facebook-ზე.