რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის; მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები; მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი.