საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქარელის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ზაზა გულიაშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში, ვალერიან მჭედლიძე.
დღესვე შეხვედრა გაიმართება ხაშურში.
კომენტარები