“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, ნიკა გვარამია განცხადებით, დღეს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტმა მტკიცებულებების მოპარვა სცადა.
როგორც გვარამიამ გლდანის მე-18 პენიტენციურიდაწესებულების სამედიცინო ცენტრში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გენინსპექციის წარმომადგენლებმა სააკაშვილს მტკიცებულებების ამოღებაზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს და ამ გზით მისი ტანსაცმელის ამოღება სცადეს.
“დღეს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი იპარავდა მტკიცებულებას. მათ იცოდნენ, რომ ინსპექტორის წარმომადგენელი შემოდიოდა ტანსაცმლის ამოსაღებად, იმისთვის, რომ შემოწმდეს კვალი ამ ტანსაცმელზე. რა ქნა იუსტიციის სამინისტრომ, დაასწრო და დაიწყო ამოღების პროცესი. შეიყვანეს შეცდომაში სააკაშვილი, რომელსაც ეძინა და გააღვიძეს. ვიდეო თვითონ გვაჩვენეს, მაგრამ ვნახავთ, რამდენად ადეკვატურია იმ ვიდეოში სააკაშვილი, ნამძინარევია და თან აშკარად დასუსტებული.
სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ეს ინსპექტორის ხალხია და მოუწერა ხელი, გადააბარა ეს ტანსაცმელი და როგორც კი ტელევიზორში ნახა, რომ გარეთ ვდგავართ ჩვენ და ინსპექტორები, ჰკითხა თქვენ ვინ ხართო, იმათ უთხრეს, რომ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია ვართო, არც აცია და არც აცხელა, მთელი ეს ტანსაცმელი მას გამოართვა, წაართვა და აღარ შედგა ეს საპროცესო მოქმედება,” – განაცხადა ნია გვარამიამ.