ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა კიდევ 2 პირი დააკავეს.
პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა ჯანდაცვის სამინისტროში შესვლა სცადეს, ისინი ამავდროულად სკანდირებდნენ: „მონა! მონა!“
დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მას პირველადი დახმარება ადგილზე უტარდება.
კომენტარები