გავრცელებულ კადრებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი მწამებლები არიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ და “რადას” დეპუტატმა ლიზა იასკომ განუცხადა.
იასკოს თქმით, მდგომარეობა იმდენად გაუარესებულია, რომ გულის შეტევის რისკი ჩნდება.
“მისი მდგომარეობა იმდენადაა გაუარესებული, რომ ჩნდება გულის შეტევის რისკი. ის უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, რომელიც შესაბამისად იქნება აღჭურვილი. რაც შეეხება ვიდეოკადრებს, რომლებიც დღეს გავრცელდა – ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი მწამებლები არიან,” – აღნიშნა იასკომ.
კომენტარები