ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ლიბიის ქალაქ სირტში ათობით ადამიანი დახოცა. ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს ადამიანები ისლამისტებმა მკრეხელობაში, ჯადოქრობასა და ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. მათ თავებს კვეთდნენ ან ხვრეტდნენ. ისლამისტმა „ბოევიკებმა“ ასევე რამდენიმე ათეული ლიბიელი სამხედრო გაიტაცეს, რომელთა უმეტესობა, სავარაუდოდ, დაიღუპა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი სირტი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ერთი წლის წინ დაიკავა.
კომენტარები