წეროვანში, დევნილთა დასახლებაში 3 პირი ჩაცხრილეს.
“მთავარი არხის”ინფორმაციით, დაჭრილი სამი პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს ცნობით, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
კომენტარები
