პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“- ს ყოფილმა წევრმა ლუკა კურტანიძემ, ნინო ბურჯანაძე და გუბაზ სანიკიძე მოღალატეებად და სასაცილოებად მოიხსენია.
მისი თქმით, უკვე დროა ამ ადამიანებმა პოლიტიკური ველი დატოვონ.
ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და ბატონი გუბაზ სანიკიძე, დღეს აჟღერებენ გამაოგნებელ განცხადებებს. თითოეული მათი განცხადება არის ღალატი იმ ადამიანების, რომლებიც გარდაიცვალნენ. ჩვენ, რომლებიც ამ ქვეყანაზე ვართ, პასუხს გავცემთ თითოეულ მათ განცხადებებს… ბურჯანაძე, დღეს სასაცილო და სატირალ მდგომარეობაშია…
ბურჯანაძისა და გუბაზ სანიკიძის გადაწყვეტილება, ეს იყო სახალხო კრების იდეის ღალატი. იქ არამარტო მე მიღალატეს, არამედ ჭაბუა ამირეჯიბს, ოთარ მეღვინეთუხუცესს…“ – ამის შესახებ ლუკა კურტანიძემ, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
წყარო: “პრაიმ ტაიმი”