აშკარაა „ნაცმოძრაობა“ არათუ შერიგებაზე და სტაბილურობაზე ფიქრობს, არამედ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ წასვლას არ გადაწყვეტს არასდროს და სადაც შეუძლია იმ წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელიც აწყობს ამ განსაკუთრებულ ვითარებაში რუსეთის ფედერაციას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობის საკითზე საუბრისას განაცხადა.
„აქ გლობალური პროცესები მიმდინარეობს და რუსეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ფორმატი 3+3 დგას საფრთხის წინაშე. რასაკვირველია, საქართველოა ის ელემენტი, რომელიც ამ ფორმულაში არ ჯდება და სწორედ მაშინ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს: სააკაშვილის ბიძის ჩამოსვლა, გაუთავებელი მოწოდებები დესტაბილიზაციისკენ, ეს რომ არ გამოდის, შიმშილობისკენ, თითქოსდა შერიგების თემის შემდეგ, ეს რეალობა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ სტრატეგიულმა მიმართულებამ, რომელიც პრაქტიკულად ჩაიშალა ახალი სიცოცხლე შეიძინოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
