„ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია, მათ გადაწყვეტილებას, რომელიც შიმშილობასთან დაკავშირებით მიიღეს, „უნიჭოდ დადგმულ თეატრს“ დავარქმევდი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„რა შედგეს ელოდებიან არ ვიცი. შინაარსობრივად, იდეოლოგიურად ეს ადამიანები საზრდოობენ ნეგატივით, დესტრუქციით. ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე მიდიან. ფაქტი არის ძალიან მარტივი – სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ქართულ პასპორტზე ეს წარმოგიდგენიათ რამხელა შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნის, ხალხის. არავის დაჭერა არავის უხარია, მაგრამ როდესაც დანაშაული გაქვს ჩადენილი და ხარ მთავარი შემოქმედი იმ ბოროტების, იმ სისხლიანი 9 წელის, ამ ადამიანმა თავის ქმედებებზე და დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს, ისე, რომ ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერ გაბედოს თავისი მოსახლეობის მიმართ ჰქონდეს ისეთი დამოკიდებულება, რაც მათ ჰქონდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.