როგორ შეიძლება, ერთი მხრივ შერიგებაზე და ეროვნულ თანხმობაზე იყოს საუბარი და მეორე მხრივ ასეთი დესტრუქციული ნაბიჯების კვლავ გადადგმით ხდებოდეს საკუთარ საზოგადოებაზე ზეწოლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროტესტზე საუბრისას განაცხადა.
„შერიგება და მეორეს მხრივ შიმშილობის გაუგებარი აქცია, აბსოლუტურად ვერ ეთანხმება ერთმანეთს“,- დასძინა მათიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.
კომენტარები
