საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩო ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ-ის მთავრობამ ვერ შეძლო დროულად დაეგმო 2003 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, არის მცდარი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოხატა შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით 2003 წლის 3 ნოემბერს და ასე გაგრძელდა ხმის დათვლის მთლიანი პროცესის განმავლობაში. დამატებით, როგორც კი მოხდა შედეგების დათვლა, გაიმართა მაღალი დონის საუბრები საქართველოს მთავრობასთან იმ საჭიროების შესახებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები გამჭვირვალედ გადაჭრილიყო. მაშინვე, როდესაც 19 ნოემბერს დაიწყო არჩევნების შედეგების გამოცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ გამოხატა უკმაყოფილება შედეგებთან და და ქვეყნის მმართველობასთან მიმართებაში. 2003 წლის 21 ნოემბერს აშშ-ის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლის ტექსტიც შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო დეპარტამენტის არქივში, შემდეგ ბმულზე: https://2001-2009.state.gov/r/pa/prs/ps/2003/26539.htm.
ამერიკის შეერთებული შტატები დიდად იმედგაცრუებულია საქართველოში ორ ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელმაც ვერ გაამართლა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება აშშ-ისა და ეუთოს წინაშე. ხმების დათვლის დაგვიანებამ და შედეგებით მანიპულირებამ გამოააშკარავა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნების უგულვებელჰყოფა. 2003 წლის 13 ნოემბერს, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დუგლას დავიდსონმა, თავის განცხადებაში მოუწოდა „საქართველოს მთავრობას, რათა მათ უზრუნველეყოთ, რომ ხმის მიცემა ამჯერად ჩატარებულიყო საერთო საარჩევნო კოდექსის, საერთაშორისო და ეუთოს სტანდართებთან შესაბამისობაში. ეუთოს განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://2001-2009.state.gov/p/eur/rls/rm/2003/26256.htm“,– ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.