მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა ამ ტელევიზიისთვის ბევრი ზიანის მიყენება. იმისათვის რომ ეს ტელევიზია სხვას არ გამოეყენებინა, მან დაიწყო სრული კონტროლი მასზე, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
მისივე თქმით, ამ პროცესში სააკაშვილი „რუსთავი 2”-ს აბარებდა სხვადასხვა „მარიფათიან ბიჭებს“ და ამანაც დააზარალა ეს ტელევიზია. როგორც მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ძალიან ბევრი რამ, რაც ხდება „რუსთავი 2”-ის თავს, ეს არის „რუსთავი 2”-ის მესვეურების გადაწყვეტილება.
„ძალიან ბევრი რამ რაც ხდება „რუსთავი 2”-ის თავს, ეს არის „რუსთავი 2”-ის არჩევანი, ვგულისხმობ ამ ტელევიზიის მესვეურების გადაწყვტილებას, ყოფილიყვნენ უფრო პოლიტიკურ მოთამაშეები, ვიდრე მედიასაშულება. ყველამ ვიცით 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს „რუსთავი 2”-ის მიერ შესრულებული როლი და ამან ცხადია ტელევიზიას თავისი ბიოგრაფია შეუქმნა. ეს იყო თავდ „რუსთავი 2“-ის მესვეურების არჩევანი დიდწილად, რომ ასეთ ვითარებაში და პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშიც აღმოჩნდა ეს მედიასაშულება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.