ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა Pfizer თან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი დოზების შემოტანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ქვეყანაში ვაქცინაციის პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„Pfizer-თან მოლაპარაკება უკვე დაწყებული გვაქვს და გპირდებიან, რომ ახალი პარტია შეთანხმებიდან 4-6 კვირაში ჩამოვა. Pfizer-ს რაც შეეხება, ადგილზე გვაქვს 500 ათასზე მეტი დოზა, სხვა ვაქცინები გვაქვს 1,5 მილიონი დოზის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გასააქტიურებელია ვაქცინაციის პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები. მიმდინარე კვირის ბოლოდან იმ რეგიონებში, სადაც ნაკლები იყო ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე, ჩვენი მობილური ჯგუფები გავლენ“, – განმარტა ზურაბ აზარაშვილმა.
კომენტარები