სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერების მიმართვა ვრცელდება.
“უკვე რამდენიმე დღეა პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბინძური კამპანია რამდენიმე ტელევიზიის, კერძოდ, ტვ პირველის, მთავარი არხისა და ფორმულას მიერ. საზოგადოებისთვის ცნობილია რომ აღნიშნული სამი ტელევიზია ფინანსდება და იმართება მიხეილ სააკაშვილის მიერ. აღნიშნულ კამპანიაში განსაკუთრებით მოწადინებულები არიან ე.წ ჟურნალისტები, რომლებსაც გარკვეული ვალდებულებები აკავშირებთ პირადად სააკაშვილთან. მიუხედავად წარმოებული ბინძური კამპანისაა, მათმა ე.წ სკანდალურმა რეპორტაჟებმა ვერ გამოიწვიეს ვერანაირი რეზონანსი საზოგადოებაში, ვინაიდან საზოგადოებამ დიდი ხანია დაინახა მათი რეალური სახე და ის რომ ყოველი მათი ნაბიჯი სიცრუეს ეფუძნება. ჩვენ ვთვლით რომ აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ სიბინძურეების შემთხზველების წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრს და მის ოჯახს! გააზიარეთ ეს პოსტი, დაინახონ თუ რამდენი ვართ ამ სიბინძურის წინააღმდეგები!”