2021 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 21 633 500 ლარი დახარჯა. მათ შორის არის ინფრასტრუქტურული პროექტები და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები:
5 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია;
სკვერებში და სხვადასხვა მისამართზე 1 910 ხე-მცენარე დაირგო;
8 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 10 მოედანზე დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკეთდა;
11 ფიტნეს ზონა მოეწყო;
საგზაო ინფრასტრუქტურა 65 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, საგზაო სამუშაოები 95 მისამართზე შესრულდა;
15 გრუნტის დამჭერი საყრდენი კედელი მოეწყო;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 200 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა;
32 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა;
49 ლიფტი რეაბილიტირდა;
46 მისამართზე კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა;
საერთო სარგებლობის კიბეები 6 მისამართზე მოეწყო;
159 მისამართზე 302 საპარკე სკამი განთავსდა.