ზურაბ აზარაშვილის თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში წლის ბოლომდე გადავა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ინფექციური საავადმყოფოს ახალ ლოკაციაზე გადაყვანას და იმ ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული გადაწყვეტილებაც დაჩქარებულად იქნა მიღებული. მიმდინარე წლის ბოლომდე ახალ ლოკაციაზე გადავიყვანთ მათ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების მქონდე კლინიკა“, – განაცხადა აზარაშვილმა.
კომენტარები