თავდაცვის ყოფილი მინისტრის მინდია ჯანელიძის მეუღლე, ეკა ჯანელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მწვანე პასპორტების თემამ გადამაწყვეტინა დამეწერა…
2 კვირის წინ, ჩემ დედამთილს დაუდასტურდა კოვიდი, ანამნეზი შემდეგი: ორმხრივი მასტექტომია, 2 თვის წინ დასრულებული ქიმიო თერაპიის კურსი.( მაგას აღარ დავწერ ქიმიის შემდეგ როგორ იყო..)
რუსიკოს კოვიდის დადსტურებიდან მეოთხე დღეს ჩემ მამამთილს დაუდასტურდა, ანამნეზი შემდეგი:
7 სტენდი, შაქრიანი დიაბეტი, 1 კორონარული არტერია გაჩერებული( ინფარქტის გამო)
ორივე ვმართე ბინაზე, ყველანაირი გართულების გარეშე .!
რომ არა ორმხრივი აცრა და პლიუს ბუსტერი, მგონი ძნელი მისახვედრი არ არის ეს ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა…
არავის არ განვიკითხავ, დასკვნები თქვენთვის მომინდვია, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ძალიან გვიჭირს რეალობის აღქმა და ელემენტარულად იმის გაანალიზება, რომ აცრა გვიცავს ჩვენ და არაა ეს მხოლოდ მწვანე პასპორტი…!!!!”-წერს ჯანელიძე.