ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შეფასებისას ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
მისი თქმით, “ბუსტერიზაციის” შემთხვევაში, ადამიანს ეძლევა 90-დან 95%-მდე გარანტია, რომ “ომიკრონის” განვითარების შემთხვევაში ის ჰოსპიტალურ სექტორში არ მოხვდება.
“ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ ინფექციას და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მის შიდა გავრცელება არ იღებდეს იმ ფორმას, სისწრაფეს და გავრცელებას, რომელიც დღეს აქვს. უნდა დაიცვათ პირბადის ტარების წესი. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მე-3 დოზის გააქტიურება. მე-3 დოზის გააქტიურების შემთხვევაში 50-დან 68%-მდე იზრდება ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი და 90-დან 95%-მდე ადამიანს ეძლევა გარანტია, რომ “ომიკრონის” განვითარების შემთხვევაში ის ჰოსპიტალურ სექტორში არ მოხვდება”, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.