ენერგოკომპანია “თბილისი ენერჯი” აბონენტებს მოუწოდებს, რომ გაზის წვისას ალის ფერს ყურადღება მიაქციონ.
“გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს. მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს (ცეო) დაგროვებას. CO კლავს!
გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ, საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა,” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები