“გახარია იძულებული გახადეს შესულიყო ისეთ თამაშში, საიდანაც ვერ გამოვიდოდა, ვერავითარი ფორმით ღირსეულად,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას გააკეთა.
კობახიძის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მთავრობის ყოფილ მეთაურს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მიაღებინა მონაწილეობა, რათა ნიკა მელია არჩევნების მეორე ტურში გაეყვანათ.
“ჩრდილი არ ჰქვია, სადაც ის არის გადასული, უფრო მძიმე, პოლიტიკურ კონდიციაშია და ამას ხალხი საბოლოოდ შეაფასებს, აფასებს კიდეც უკვე. ის იძულებული გახადეს შესულიყო ისეთ თამაშში, საიდანაც ვერ გამოვიდოდა, ვერავითარი ფორმით ღირსეულად. წარმოიდგინეთ, რომ ხართ აგენტი, რომელიც ღირსებაზე ვეღარ ფიქრობს, მას აქვს ყოველგვარი გზა მოჭრილი რელსებისკენ, – ეს არის გახარიას მდგომარეობა. თბილისში რა გააკეთებინეს? – ბრინჯაოს ვერცხლისთვის იბრძოდა, მეორე ადგილს, რომ ვერ ეღირსებოდა, ზუსტად იცოდა, მეორე ადგილზეც არაა საუბარი, 7-ჯერ გაასწრო მეორე ადგილზე გასულმა კანდიდტმა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მიაღებინეს მონაწილეობა ყოფილ პრემიერს იმისთვის, რომ რამენაირად მელია გაეყვანათ მეორე ტურში. ამ დონეზე, რომ ღირსება შეგილახავენ შენი უფროსები, იქ ბუნებრივია, პრეტენზია ვეღარ გექნება ვერც პოლიტიკოსობაზე, ვერც კაცობაზე და ვერც ვერაფერზე. ეს არის გახარიას დღევანდელი მდგომარეობა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
