უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც კი პროკურატურაში შედის განცხადება, პირს ენიჭება დაზარალებულის უფლებები და ვალდებულებები, – ამის შესახებ უკრაინელმა იურისტმა ნატალია ბასარავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, სასამართლოსწინა გამოძიების ეტაპზე პირს აქვს უფლება, დააყენოს შუამდგომლობა, შეიტანოს განცხადება და ა.შ.
„ასევე კანონში წერია, რომ დაზარალებულის უფლებები და ვალდებულებები ჩნდება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შესახებ განაცხადის შეტანის მომენტიდან. სასამართლოს მიერ საქმისწარმოების დაწყებამდე ჯერ კიდევ შორია. ეს ჯერ ჩვეულებრივი განაცხადია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასეთი განაცხადის შეტანა. ეს არის ნიშანი, რომ ფაქტი დადგინდება და სამართლებრივი საქმის წარმოება ლოგიკურ დასასრულამდე მივა. თუ ფაქტი არ დგინდება, სისხლის სამართლის წარმოება იხურება“, – განაცხადა უკრაინელმა იურისტმა.
მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ უკრაინამ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.
