84 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა. მის სახელს უკავშირდება დინამოელთა პირველი დიდი ტრიუმფი – 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში დათუნაშვილმა ორი გოლი გაიტანა, „დინამომ“ კი მოსკოვის „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა.
1966 წელს ილია დათუნაშვილი 20 გოლით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 220 მატჩში გაიტანა 47 გოლი.
1997 წელს ილია დათუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.
კომენტარები