რუსული მედიის ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს. რია ნოვოსტის ცნობით, წყაროს ინფრომაციით, საკონსულოს თანამშრომლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს.
“უკრაინის მოქალაქეების თქმით, უკრაინაში რუსმა დიპლომატებმა და საკონსულო წარმომადგენლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს. ამას განსაკუთრებით მოწმობს ის სირთულეები, რომლებიც წარმოიქმნება საკონსულოებსა და საელჩოებში შეხვედრის დროს”.- ამბობს წყარო.
აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა, ვინაიდან აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა. მან ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდა, უახლოეს 48 საათში დატოვონ უკრაინა და ისინი გააფრთხილა, რომ შეჭრის შემთხვევაში, აშშ მათ დახმარებას ვეღარ შეძლებს.
უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს დიდმა ბრიტანეთმაც მოუწოდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ბრიფინგზე გაიმეორა ჯეკ სალივანის ნათქვამი, რომ რუსეთი უკრაინაში “ნებისმიერ წამს” შეიძლება შეიჭრას.
