რუსეთთან დიალოგს არსად არ მივყავართ. დიალოგი თავის ტკივილის დაწყებას ახანგრძლივებს, მაგრამ კრიზისს ვერ აგვარებს , – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი დიალოგისთვის და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.
„ეს არაერთხელ დამტკიცდა და ნატოში გამართულმა ბოლო შეხვედრამაც დაადასტურა. დღესაც შედგება სატელეფონო საუბრები და ეს არის დასავლეთის მცდელობა ბოლო წუთებში მაინც მოხდეს სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება. უმნიშვნელოვანესია ერთიანი გზავნილები და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთად დგომა. რუსეთისთვის გაგზავნილმა წერილობითმა პასუხმაც აჩვენა ძალიან კარგად, რომ ერთი სიგნალია და დღეს ყველა ისე ერთად დგას, როგორც არასდროს. ეს ხაზი უნდა გავაგრძელოთ. მოსკოვში ვიზიტებიც ამ პოლიტიკის ნაწილია. თუ რომელიმე ქვეყანა საკუთარი პოლიტიკით გადაწყვეტს წასვლას, მაშინ დიპლომატიური გზებით ამ კრიზისის გადაჭრა ურთულესი იქნება. რუსეთის ხელისუფლება წყობიდან გამოვიდა, როდესაც მათ მოთხოვნაზე ნატოდან