გუამის ავიაბაზაზე კატასტროფა განიცადა ამერიკულმა ბომბდამშენმა. ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი გადარჩა. მათ სამხედროებმა ბორტის დატოვება დროულად მოასწრეს.
B 52 ტიპის ბომბდამშენი საწვრთნელ მისიაში მონაწილეობდა, როდესაც ბაზაზე ჩავარდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
B 52 ტიპის ბომბდამშენი 40 წელია ამერიკის შეიარაღებაშია და ქვეყნის სტრატეგიული ბომბდამშენებს შორის, დღემდე ლიდერად ითვლება.
კომენტარები