პირადი ცხოვრების ვიდეომასალებთან დაკავშირებით დღეს მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტები მაკა რაზმაძე, ლაშა ბერულავა და ნინო ჯღარკავა გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
“საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე მთხოვეს, რომ არანაირი ინფორმაცია არ იყოს ნათქვამი ჩემი მხრიდან საჯაროდ, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი რა თემაზე იყო გამოკითხვა, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ მალე, ძალიან საინტერესო მოვლენების წინაშე აღმოვჩნდებით” – აცხადებს მაკა რაზმაძე.
შეგახსენებთ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები უცნობმა ავტორმა ან ავტორთა ჯფუგმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში ინტერნეტ სივრცეში ატვირთა, ხოლო ვიდეომასალის ბმულები რამდენიმე ჟურნალისტის ფეისბუქის კედელზე განათავსა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 25 ნოემბერს გაიმართება.
კომენტარები