საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ ხალხს ერთიანობის დღეს ულოცავს.
მან უკრაინელებს მშვიდობა და მხნეობა უსურვა.
„იცით, რომ 14 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, 16 თებერვალი გამოცხადდა უკრაინის ერთიანობის დღედ. მინდა, უკრაინისთვის ამ მძიმე პერიოდში მივულოცო უკრაინელ ხალხს, ჩვენს დებს და ძმებს უკრაინის ერთიანობის დღე.
დღეს უკრაინის საელჩოში გაიმართება ასევე უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. მინდა, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა და ამ მძიმე პერიოდში მხნეობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, ბიუროს სხდომის დაწყებისას.
კომენტარები
