თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებდა, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.
“კეზერაშვილი რომ ნაძარცვი ფულით “ნაციონალურ მოძრაობას” აფინანსებდა ეს ამბავი საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია. ხსენებული პიროვნების[თამარ ჩერგოლეიშვილი] შეხედულება არის დასტური იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” კეზერაშვილის თანხები არჩევნების დროს იყო აქტიურად გამოყენებული. რა მოთხოვნა შეიძლებოდა ჰქონოდა კეზერაშვილის ამის სანაცვლოდ, ცოტა რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ერთს ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით არის ურთულესი დაპირისპირება,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე კი მსგავს დაფინანსებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს. მისი თქმით,”ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსების წყაროები გამჭვირვალეა.
